ცხოველების დახასიათება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
ცხოველების დახასიათება
ზახარა
პოსტი Sep 13 2009, 15:51
პოსტი #16


ზახარა
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 9,538
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






ჭრელტყავა - vormela peregusna


ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს(mustelidae).
აღწერილობა: სხეული წაგრძელებულია გრძელი ფუნთუშა კუდით. სხეულის სიგრძე 27 -35 სმ, კუდისა 12 -18 სმ. ყურები დიდია და თავისი თეთრი შეფერილობის გამო მკაფიოდ მოჩანან სხეულის საერთო ფონზე. ბეწვი მოკლეა. ბეწვის შეფერილობა ძალიან ჭრელია და ცვალებადია. ზურგზე ის მოყვითალო-ოქროსფერია უსწორო ფორმის რუხი ლაქებით, კისრის ქვედა მხარეზე და მუცელზე მოყავისფრო- რუხია.
გავრცელება: სამხრეთ ევროპა, წინა, მცირე, შუა აზია. საქართველოში აღმოსავლეთი რაინებისა და ჯავახეთის ზეგანის ტერიტორიაზე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ველებზე, ნახევრასუდბნოებსა და უდაბნოებში, სადაც იკავებს ღია სივრცეებს, მაგრამ ზოგჯერ- ბუჩქნარებში, ნაგებობათა ნანგრევებში, ქვის ყორეებში. გვხვდება ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე. ბუდეს იკეთებს სოროში, რომელსაც ჩვეულებრივად თვითონ თხრის. ზოგჯერ იყენებს ზაზუნას, ბრუცას ან სხვ. მიტოვებულ სოროებს. აქტიურია დილის და საღამოს საათებში. მოძრაობს სწრაფად, საფრთხის მოახლოვების შემთხვევაში ძაღლივით იღრინება. მძუნაობა ხდება მარტში. მაკეობის ხანგრძლივობა 2 თვემდეა. მდედრი შობს 4 -8 უსუსურ ნაშიერს. ჭრელტყავას საკვებს შეადგენენ ძირითადად მღრღნელები, რომლებსაც მოპოვებს სოროებში. ზოგჯერ თავს ესხმის მიწაზე მობუდარ ფრინველებს.
სამეურნეო მნიშვნელობა: მავნე მღრღნელების მოსპობით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ბეწვი მდარე ხარისხისაა და სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 27 2009, 20:25
პოსტი #17


ზახარა
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 9,538
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






დედოფალა -Mustela nivalis

ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. საქართველში გვხვდება დედოფალას ორი ქვესახეობა: დიდკავკასიური დედოფალა და მცირეკავკასიური დედოფალა.
აღწერილობა: სხეული წაგრძელებულია და მოქნილი, სხეულის სიგრძე 13 -28 სმ, კუდისა 4-6 სმ, წონა 50-100გრ. საქართველოს ტერიტორიაზე ბეწვის შეფერილობა ზამთარში არ იცვლება, ზურგის მხარეზე ის ყოველთვის მოყავისფრო-რუხია, მუცელზე თეთრია ან მოყვითალო. ჩრდილოეთზე შეფერილობა ზამთრობით თეთრია.
გავრცელება: ევროპა, ჩრდილო აფრიკა, აზიის უმეტესი ნაწილი, ჩრდილო ამერიკა. საქართველოში გავრცელებულია ყველგან 3500 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი: ადგილსამყოფელი მრავალგვარია: ველები, ზეგნები, ბუჩქნარები, ტყის მასივები, ახოები. მაღალ მთიანეთში გვხვდება კლდოვან ადგილებში, ქვაყრილებში.ზოგჯერ სახლდება სოფლებში და ქალაქის გარეუბნებში სადაც ბინადრობს ეზოებსა და ნაგებობებში. ბუდეს იკეთებს მღრღნელების სოროებში, კლდეთა ნაპრალებში, ხეების ფესვების ქვეშ. იკვებება ძირითადად თაგვისებრთა მღრღნელებით, მაგრამ ხშირად თავს ესხმის კურდღლებსა და ფრინველებს. ჭამს გველებს, ხვლიკებს, ზოგჯერ მწერებს. საკვების გამოლევის შემთხვევაში იცვლის ბიმადრობის ადგილს. ნადირობს მთელი დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ უფრო ხშირას ღამით. მდედრი შობს მაის -ივნისში 4-7 , უფრო იშვიათად 8-9 უსუსურ თვალაუხელელ ნაშიერს.
სამეურნეო მნიშვნელობა: ბეწვი მდარე ხარისხისაა, რის გამოც დედოფალას სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. დიდი სარგებლობა მოაქვს თაგვისებრი მღრღნელების მასობრივი განადგურებით.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 28 2009, 00:19
პოსტი #18


ზახარა
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 9,538
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






თეტრყელა კვერნა - Martes foina


ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს(mustelidae) .
აღწერილობა : სხეულის სიგრძე 45 -55 სმ, კუდისა 25-30 სმ. სხეულის ზომისა და წონის მიხედვით მდედრები ჩამორჩებიან მამრებს. ბეწვის შეფერილობა ზურგის მხარეს მუქი- მურაა, მუცელზე -რამდენადმე უფრო ნათელია. ყელზე დიდი თეთრი ლაქაა, რომელიც გადადის გულმკერდსა და წინაკიდურებზე. თათების ლანჩა ბალნებით სუსტადაა დაფარული. თითქმის ბალიშები შიშველია და ამ ნიშანთვისებით შესაძლებელია ცხოველის ნაკვალევის გამოცნობა.
გაცრცელება: სამხრეთი და შუა ევროპა, კავკასია, წინა აზია, მცირე, შუა და ცენტრალური აზია. საქართველოში თითქმის ყველგანაა, სადაც მოიპოვება შესაფერისი ადგილსამყოფელები.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის და ჭალის ტყეებში, უტყეო კლდოვან ფერდობებზე, ხრამებისა და ხევების ბუჩქნარებში. საკმაოდ ხშირად გვხვდება კულტურულ ლანდშაფტებში, ადამიანის საცხოვრებლის ახლოს. საკვების მოსაპოვლებად გადის მინდვრებში, ღამით იტაცებს შინაურ ფრინველებს. ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, ქვების ქვეშ და ხეების ფესვების ქვეშ. საკვების მოსაპოვლებლად ჩვეულებრივ გამოდის ღამით, თუმცა გვხვდება დღისითაც. კარგად დარბის მიწაზე და დაცოცავს ხეებზე. ძალიან მარდი, ღონიერი და დაუღლელი მტაცებელია. ერთი ღამის განმავლობაში შეუძლია გაიაროს რამდენიმე ათეული კილომეტრი. იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით. ადვილად მოიპოვებს წვრილ ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, ამფიბიებს, მწერებს და ამ დროს იჩენს გაუმაძღრობას და შეუბრალებლობას. მძუნაობამდე ცხოვრობს ცალკე, მარტოულად, მძუნაობა ხდება ივლისის - აგვისტოში. მომდევნო წლის აპრილ -მაისში მდედრი შობს 3 -6 თვალებაუხლელ ნაშიერს, რომლებიც სწრაფად იზრდებიან და 3 -4 თვის ასაკში იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. 8 -9 თვის ასაკში ისინი სხეულის ზომით უტოლდებიან თავიანთ მშობლებს. გამრავლების უნარი უვითარდება 2 წლის ასაკში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წლამდეა.
სამეურნეო დანიშნულება: ერთ-ერთი საუკეთესო ბეწვის მომცემი ცხოველია, რომელიც იძლევა ძვირფას ბეწვს, თუმცა თავისი ხარისხით ჩამოუვარდება ტყის კვერნის ქურქს. საქარველოში ნადირობდნენ კვერნაზე 1 დეკემბრიდან- 28 თებერვლამდე, მას მოიპოვებენ ხაფანგებით, თოფიდან სროლით(ძაღლების გამოყენებით) .

ნადირობა აკრძალულია









ველის კატა -Felis libysa

ეკუთვნის კატების ოჯახს.
აღწერილობა: გარეგნობით ძალიან გავს შიანაურ კატას , მისგან განსხვავდება სხეულის რამდენიმე უფრო დიდი ზომით და ბეწვის თავისებური შეფერილობით. ბეწვის შეფერადების საერთო იერი ზამთრობით მორუხო-ყვითელია და ამ ფონზე ზურგსა და გვერდებზე მომიფანტულია შავი ლაქები. სხეულის სიგრძე 60-70 სმ. კუდი დაფარულია გრძელი ბეწვით და მას ემჩნევა რამდენიმე შავი რგოლი.
გავრეცელება: აფრიკა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულები, წინა აზია, შუა აზია, ცენტრალური აზია. ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გვხვდება აზერბაიჯანში, სომხეთში , ვოლგის ქვემო დინების მარცხენა ნაპირას, კასპიის ზღვის აღმოსავლეთი ნაპირიდან ყაზახეთამდე. საქართველოს ფაუნაში იშვიათია. 1960 წელს იპოვეს ერთი ეგზემპლარი ბოლნისის რაიონში.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ჭალის ტყეებში, ველების და ნახევრადუდაბნოების ზონის ბუჩქნარებში, წყალსატევების ნაპირებზე, მთის უტყეო კალთებზე. ზოგჯერ სახლდება დასახლებულ პუნქტების ახლოს. ბუდეს იკეთებს ჩვეულებრივად სოროში. ადგილსამყოფელში აუცილებლად უნდა იყოს წყალი. იკვებება უმთავრესად წვრილი ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით. ფრინველებს იჭერს როგორც მიწაზე, ისე ხეებზეც. ჭამს აგრეთვე ხვლიკებსა და მწერებს. მძუნაობა თებერვალ მარტში. მაკეობის ხანგძლივობა დაახლოებით 63 დღეა. კნუტები იბადებიან აპრილ-მაისში.
სამეურნეო მნიშვნელობა: იშვიათობის გამო საქართველოში მნიშვნელობა არა აქვს. სხვაგან გავრცელების ადგილებში ამზადებენ ტყავს, მაგრამ ის იაფად ფასობს. სანადირო ფრინველების მოსპობით ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობას.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Nov 22 2009, 13:16
პოსტი #19


ზახარა
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 9,538
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი







არჩვი - Rupicapra rupicapra


ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახსა და თხების ქვეოჯახს.
აღწერილობა: საშუალო ზომის მოხდენილი ცხოველია. სხეულის სიგრძე 100-120 სმ, წონა 25-45 კგ. უკანა ფეხები გაცილებით უფრო გრძელია, ვიდრე წინა ფეხები. კისერი გრძელია, რქები საშუალო სიგრძისაა 25 სმ- მდე, მუქი რუხი შეფერილობისაა, მათი წვეროები უკანაა გადაღუნული. რქები გააჩნია როგორც მამრებს ისე მდედრებსაც. ბეწვის შეფერადება ზამთრობით მოყავისფრო-შავია, ზაფხულობით ჩალისფერია. ცხირზე, ლოყებზე და კისერზე თეთრი ლაქებია, ჩლიქები მუქი- ყავისფერია.
გავრცელება: პირინეები, კანტაბრია, ალპები, აპენიდები, პონტოს ქედი, დიდი კავკასიონის ქედი, მცირე კაცვკასიონის ზოგიერთი ადგილი, ზღვის დონიდან 1000-4000 მ სიმაღლეზე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ალპურ მდელოებზე, სუბალპურ ზონის მეჩხერ ტყეებში, შვეულ კლდოვან კალთებზე და ქვაყრილებში. ზამთრობით ეტანება
სუბალპურ ზონას და ჩამოდის ტყის შუა სარტყელამდე. გაზაფხულზე, თოვლის საფარველის დნობისამებრ თანდათან ადის მაღლა, ალპურ ზონისკენ. შემოდგომაზე
გამრავლებასთან დაკავშირებით, არჩვის მცირე ჯოგები ერთიანდება უფრო მსხვილ ჯოგებად. მაკეობის ხანგძლივობა 6,5 თვემდეა. მდედრი შობს ერთ, იშვიათად ორ ციკანს. გამრავლების უნარი უნვითარდება 2 წლის ასაკში. არჩვი იკვებება ბალახით, ხეებისა და ბუჩქების ფოთლებით, ყლორტებითა და ტოტებით.
სამეურნეო დანიშნულება: იძლევა მაღალკალორიულ ხორცს, რომელსაც სპეციფიკური გემო აქვს. ტყავი გამოიყენება იატაკზე გასაფენად, რქები- საკიდარებისა და სხვადასხვაგვარი ნაკეთობის დასამზადებლად.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Nov 22 2009, 18:22
პოსტი #20


ზახარა
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 9,538
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი







ნიამორი -Capra aegagrus



ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახსა და ირმების ქვეოჯახს.
აღწერილობა: უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე სხვა სახეობების თხები. მამრების სხეულის სიგრძე 150 სმ-მდეა, სიმაღლე მინდაოში 80-95 სმ. სხეულის წონა იშვიათად აღემატება 40 კგ-ს. მდედრები ჩამოუვარდებიან მამრებს როგორც სხეულის ზომით, ისე წონითაც. მოზრდილ მამრს აქვს გაბრტყელებული შავი, ერთ სიბრტყეში რკალისებრად მოღუნული რქები. რქების სიგრძე ხშირად აღემატება 1 მ-ს. მდედრების რქების სიგრძე იშვიასთად აღემატება 40 სმ-ს. რწის წინა მხარეს წიბოს სახე აქვს და მასზე შესამჩნევია ბორცვები. მამრებს ახასიათებს გრძელი წვერი, სწორედ ამიტომ ნიამორს ზოგჯერ ეძახიან წვეროსან თხას. ბეწვის შეფერილობა ზაფხულობით ქარცია, ზურგზე გასდევს გასწვრივი მურა ზოლი, რომელის საყელოს მსგავსად შემოვლებულია მამრის სხეულზე. ზამთრობით ბეწვის შეფერილობა ხდება მუქი-რუხი.
გავრცელება: ეგეოსის ზღვის კუნძულები, მცირე აზია, კავკასია, ირანი, თურქმენეთის სამხრეთი, ბელუჯისტანი, დასავლეთ სინდი. საქართველოში მცირე ჯგუფებად გვხვდება თუშეთში და პირიქით ხევსურეთში, ძლიერ საეჭვოა ამჟამად ნიამორის არსებობა მცირე კავკასიონზე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის ტყეების ზემო და შუა სარტყლის მიუდგომელ კლდოვან ადგილებში, ზღვის დონიდან 1000- 3000 მ სიმაღლეზე. იკვებება ბალახით, მერქნიანი მცენარეების ფოთლებითა და ტოტებით, კენკრებით. ცხოვრობს მცირერიცხოვან ჯგუფებად, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ათეულ ნიამორს. შეუღლება იწყება შემოდგომაზე და გრძელდება დეკემბრის ბოლომდე. აპილ-მაისში მდედრი შობს ერთ ან ორ ციკანს.
სამეურნეო მნიშვნელობა: იძლვა ხორცს, ტყავს, რქებსა და ჩლიქებს. დაბალი რიცხოვნობისა და იშვიათობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Nov 25 2009, 19:48
პოსტი #21


ზახარა
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 9,538
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი









ფოცხვერი - felis lynx


ეკუთვნის კატების ოჯახს.
აღწერილობა: სხეული საკმაოდ დიდი ზომისაა. მისი სიგრძე 82 – 105 სმ, წონა 20 კგ-მდეა, კუდი მოკლე და ბოლოში თითქოს მოკვეთილია. მოკლე სხეული ეყრდნობა გრძელ ფეხებს. ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ყურების წვეროზე აქვს გრძელი ბეწვისგან შემჯდარი ფუნჯი, ხოლო ლოყებზე ქილვაშები. შეფერილობა ძალიან ცვალებადია, მორუხო-ყვითელია მრავალი გაფანტული შავი ლაქით.
გავრცელება: ევროპის, აზიის და ჩრდილო ამერიკის მთის ტყეების ოლქები. ყოფილ საბჭოთა კავშირში თითქმის ყველგანაა ტყის ზონაში. საქართველოში ბინადრობს დიდი კავკასიონის სამხრეთი კალთების ტყეებში და მცირე კავკასიონზე ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლეზე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს უღრან ტყეებში, ნაკლებად ეტანება მეჩხერ ტყეებს. მთებში გვხვდება აგრეთვე უტყეო-კლდოვან და ქვიან კალთებზე. ბუნაგს იკეთებს ხელეწილში, ხის ფუღუროში, კლდის ნაპრალში, ქვებს შორის, ხის ტოტებზე. აქტიურია შებინდებისას და ღამით, მაგრამ კნუტების გამოკვების პერიოდში და საკვების ნაკლებობისას ნადირობს დღისითაც. ძირითად საკვებს შეადგენს კურდღელი, ნაირგვარი ფრინველი, მღრღნელები, თავს ესხმის შველს, ირემს და სხვა ჩლიქოსნებს. ჩლიქოსნებზე ნადირობს ჩასაფრებული ან მიპარვით , წვრილ ცხოველებზე დადევნებით. მრავალ ცხოველს იმორჩილებს ნახტომის გაკეთებით და კისრის გაგლეჯით. ძალიან მსუნაგია და სპობს მსხვერპლს უფრო მეტი რაოდენობით ვიდრე ჭირდება. ძალიან ფრთხილი და გულადი ნადირია, კარგად დაცოცავს ხეებზე და ადვილად ხტება ხიდან ხეზე. მსხვერპლის ძებნისას მოძრაობს გარკვეული სამონადირეო უბნის ფარგლებში, ამ უბნის სიდიდე დამოკიდებულია საკვების მარაგის რაოდენობაზე. მძუნაობა მიმდინარეობსიანვრის ბოლოს, მაკეობა გრძელდება 67-74 დღეს. მდედრი შობს 2-5 კნუტს, რომლებიც თვალებს იხელენ დაბადებიდან 8-12 დღის შემდეგ. კნუტები სწრაფად იზრდებიან და უკვე 1 წლის ასაკში მათი სხეულის წონა აღწევს 13-14 კგ-ს.
სამეურნეო დანიშნულება: მაღალი რიცხობრივობის შემთხვევაში საგრძნობ ზარალს აყენებს სამონადირეო მეურნეობას, იშვიათი არ არის , რომ სპობს შინაურ ცხოველებსაც. ბეწვი ძვირად ფასობს და ზოგიერთ ადგილას მას ამზადებენ საექსპორტოდ. საქართველოში ფოცხვერს სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს მცირე რიცხოვნობის გამო.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Nov 26 2009, 00:06
პოსტი #22


ზახარა
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 9,538
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი










კეთილშობილი ირემი - Cervus elaphus



ირმების ოჯახის ტიპიური წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა კავკასიური ირემი.
აღწერილობა: სხეულის სიგრძე 2,5, - 3,0 მეტრამდეა, სიმაღლე მინდაოში 120 – 160 სმ, წონა 200 – 400 კგ. მდედრები შესამჩნევად ნაკლები ზომისაა, ვიდრე მამრები. რქები 1,5 მეტრამდე სიგრძის ეზრდება, რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს და მხოლოდ მამრებს გააჩნია .რქები სცვივა ყოველწლიურად მარტში, ხოლო იმავე წლის ივლისისათვის სრულად ვითარდება ახალი. საგაზაფხულო განგური მთავრდება მაისში და ბეწვი იძენს მოწითალო შეფერილობას. საშემოდგომო განგური მთავრდება ნოემბრის ბოლოსთვის და ბეწვი იღებს რუხ შეფერილობას. ნუკრებს აქვთ მკაფიო შეფერილობა და მრავალი ლაქა.
გავრცელება: ევროპა, აზია, ჩრდილო აფრიკა, ჩრდილო ამერიკა. საქართველოს ტერიტორიაზე ირემი შერჩენილია ძირითადად მთის ტყეების ზონაში, ზღვის დონიდან 500 – 2500 მ სიმაღლეზე. ჭალის ტყეებში მოისპო, გარდა გარდაბნის სამონადირეო - სატყეო მეურნეობის ჭალის ტყისა და მდ. მტკვრის ნაპირებზე. ამჟამად გვხვდება მცირე რაოდენობითა და მხოლოდ ზოგიერთ ნაკვეთზე ლაგოდეხის, ყვარლის, თიანეთის , დუშეთის, ლენინგორის, მცხეთის, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და გაგრის რაიონებში. რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით ირმის გავრცელების ადგილებზე ნადირობა ირემზე აკრძალულია.
ცხოვრების ნირი : ტყის ტიპიური ბინადარია. სახლდება ტყის ისეთ ნაკვეთებზე, სადაც ხშირია უხვბალახიანი ველობები. უპირატესობას აძლევს ტყის იმ უბნებს, სადაც არის კარგად განვითარებული ქვეტყე და წყალიც. ირემს უყვარს ბანაობა და ზამთარშიც ხშირად ბანაობს. წყლისა და მარილის გულისთვის გადალახავს დიდ მანძილს, მარილი ესაჭიროება წლის ყველა სეზონში. ძოვს დილით და საღამოთაც (მთელი ღამის განმავლობაში), დღისით კი ისვენებს, ჭამს ბალახს, ტოტებს, ყლორტებს და ხეების კვირტებს. საჭიროებს საკვების დიდ რაოდენობას. ერთ ჯერზე ჭამს 15 – 20 კგ საკვებს.
ხურაობა ეწყება სექტემბერში, მას თან სდევს მამრების მყვირალობა, ხარები ამ პერიოდში ჩხუბობენ, ზოგჯერ ერთმანეთს რქებს ამტვრევენ და ჭრილობასაც აყენებენ. მაის - ივლისში მდედრები შობენ თითო ნუკრს, ზოგჯერ ორს. დაბადების შემდეგ, პირველი დრეების განმავლობაში, ნუკრი დედას არ დაჰყავს, არამედ ტოვებს მას ბალახებში დამალულს, დახედავს დღეში რამდენჯერმე და ძუძუს აწოვებს. გამრავლების უნარი უჩნდება 2 წლის ასაკში, ზრდა მთავრდება სიცოცხლის მე-5 წელს, სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლამდეა.
ირემი ვერ ეგუება ადამიანის მოქმედებისაგან შეცვლილ ბუნებრივ პირობებს, აგრეთვე ადამიანის, ძაღლებისა და შინაური პიტუტყვის მოძრაობასა და ხმებსაც. ასეთ შემთხვევაში ირემი შორს მიდის სხვაგან. ჯოგურ ცხოვრებას ეწევა, ძლიერ ფრთხილი ცხოველია, შორიდან გრძნობს საფრთხის მოახლოვებას, დამფრთხალი კეთილშობილი ირმის ნახტომის სიგრძე 5- მ აღწევს .
სამეურნეო დანიშნულება: ძვირფასი სამონადირეო - სარეწაო ცხოველია, იძლევა დელიკატესურ ხორცს, ქონს, ტყავს, ძვირად ფასობს რქები. ჩლიქები, რომლებსაც ღილებისა და სხვა ნაკეთობათა დასამზადებლად იყენებენ.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 26 2009, 10:52
პოსტი #23


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 12,800
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi










მგელი

მგელი ეკუთვნის ძაღლების ოჯახს.საქართველოში გავრცელებულია კავკასიური მგელი.
აღწერილობა:სხეულის სიგრძე 105-160სმ,კუდის-35-52სმ. მამრები უფრო დიდია ვიდრე მდედრები,მამრების სხეულის წონა 34-65 კგ,მდედრების 30-42.ბეწვი უხეშია,მურა-რუხი,ხოლო გვერდებზე და მუცელზე უფრო ბაცი.ბეწვის შეფერადების სეზონური ცვალებადობა უმნიშვნელოა.

გავრცელება: ევროპა, აზია, ჩრდილო ამერიკა, დასავლეთ ევროპის მრავალ ადგილას მოსპობილია. ყოფილ საბჭოთა კავშირში თითქმის ყველგანაა გავრცელებული, ზოგიერთ ადგილას მრავალრიცხოვანია. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება ყველგან, 3000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან

ცხოვრების ნირი:ადგილსამყოფელები მრავალნაირია.ბინადრობს ტყეებში,ბუჩქნარებში,ველებზე და ალპურ ზონაში,ძალიან მოძრავი ცხოველია.ზამთრობით მგლების უმრავლესობა თავს იყრის სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის სადგომების ახლოს,ხოლო გაზაფხულზე ადგილს ინაცვლებს საზაფხულო საძოვრებისაკენ.ბუნაგს იკეთებს ყოველთვის წყლის ახლოს ყრუ ადგილებში ბუჩქებით დაფარულ ხევში და ა.შ.ერთი და იგივე ბუნაგს იყენებს მრავალი წლის განმავლობაში კლდის ქვეშ,კლდის ნაპრალებში,მღვიმებში და მხოლოდ ყველა ლეკვის დაღუპვის შემთხვევაშიი იცვლის ადგილსამყოფელს.ზოგჯერ იყენებს სხვა ნადირის ბუნაგს ან სოროს.ბუნაგში იმყოფება მხოლოდ ლეკვების აღზრდის პერიოდში,დანარჩენ დროს დაძრწის თავის სამონადირეო უბანზე.ნადირობს ჩვეულებრივად ღამით,ერთი ღამის განმავლობაში შეუძლია გაირბინოს 25-40 კილომეტრი,ნადირობს მიპარვით ან თავშესაფრებული,ძლიერი ამტანია და ცბიერი.ზამთარში დიდი თოვლის დროს ნადირობს ხროვებად.იკვებება ძირითადად გარეული და შინაური ჩლიქოსნებით,კურდღლებით,
მღრღნელებით,ფრინველებით,ზოგჯ
ერ ქვეწარმავლებით,ჭამს მღორსაც.გამრავლების უნარი უვითარდება 2-3 წლის ასაკში.მძუნაობა ხდება თებერვალ-მარტში.მაკეობის ხანგძლივობა 62-65 დღეა,მდედრი შობს 3-5 თვალებაუხელელ ნაშიერს და პირველი 2თვის განმავობაში აწოვებს რძეს,ხოლო შემდეგ კვებავს ხორცით.შემოდგომაზე ლეკვები ტოვებენ ბუნაგს და მშობლებთან ერთად იწყებენ ნადირობას.სიცოცხლის ხანგძლივობა 15-16 წელი.
სამეურნეო მნიშვნელობა:დიდი ზარალი მოაქვს სანადირო ცხოველებისა და შინაური პირუტყვის მოსპობით.ცოფის ვირუსის მტარებელია.ბეწვი მდარე ხარისხის.მგლების თოფით მოპოვებისათვის საჭიროა მსხვილი ფინდიხი(9, 12, 16, ცალი თითოეულ ვაზნაში) ან მგვალი ტყვია და იაკანი.
გაურკვეველი მიზეზების გამო ნადირობა აკრძალულია





ტურა

ეკუთვნის ძაღლების ოჯახს.
აღწერილობა:სხეულის სიგრძეა 68-104 სმ,კუდის 22-27,წონა 6-16კგ.სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს.ბეწვი უხეშია,ქარცი-რუხი.ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი,ზაფხულობიტ უფრო ბაცია,ვიდრე ზამთარში.
გავრცელება:სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, კავკასია, შუა აზია ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი:ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში,ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს ლერწმიანებში.არ ერიდება დასახლებულ ადგილების სიახლოვეს.ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშესაფარში,კლდის ნაპრალებში,ზედაპირის ჩაღრმავებულ ადგილებში,ხეების ფესვების ქვეშ,ზოგჯერ იკავებს მელიის ან მაჩვის სოროს,თვითონაც თხრის არაღრმა სოროს.საკვებს შეადგენს ძირითადად წვრილი ძუძუმწოვრები:თაგვისებრი მღრღნელები,კურდღლები,თავს ესხმის ფრინველებსაც.იკვებება აგრეთვე სხვადასხვა ხილითაც.სანადიროთ გამოდის ჯგუფურად. მძუნაობა ხდება იანვარ-თებერვალში,მაკეობის ხანგრძლივობაა სამ თვეზე.ნამატი ჩნდება აპრილ-მაისში.თითოეული ნაყარი შეიცავს 3-8 უსურ თვალბაუხელელ ნაშიერს.დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე შერეულ საკვებით იკვებებიან.განგური ხდება წელიწადში 2-ჯერ თებერვალ-მარტში და სექტემბერ-ოქტომბერში.
სამეურნეო მნიშვნელობა:საგრძნობ ზარალს აყენებს სახალხო მეურნეობას,შინაურ და გარეულ ფრინველებს,აგრეთვე არის ცოფისა სა სხვა დაავადებების მტარებელი და გამავრცელებელი.ბეწვი მდარე ხარისხისაა.ტურას უგებენ 3 ან 5 ნომერ ხაფანგს.თოფით მოპოვების საჭიროა 1,0,00, საფანტი.

გაურკვეველი მიზეზების გამო ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Dec 22 2009, 19:50
პოსტი #24


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,118
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




გეპარდი (Acinonyx jubatus), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი; გავრცელებულია აფრიკის, ინდოეთის, წინა და შუა აზიის ტრამალებსა და უდაბნოებში. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ აღწევს, სიმაღლე - 100 სმ, აქვს შავხალებიანი მოყვითალო ბეწვი. ავაზის მეკეობა 95 დღემდე გრძელდება. ყრის 2-4 ლეკვს. იკვებება ძირითადად ანტილოპებით, ხეზე ასვლა არ შეუძლია, დარბის სწრაფად (მაქსიმალური სისწრაფე 120 კმ საათში). ავაზას ბევრ ქვეყანაში ათვინიერებენ და ანტილოპებზე სანადიროდ გეშავენ. ავაზებით ნადირობდნენ შუა საუკუნეების საქართველოშიც.
ავაზის მკერდი განიერია, ხოლო წელი - წვრილი. უხეში, წინწკლებიანი ბეწვი მას მაღალ ბალახში შეუმჩნეველს ხდის და მსხვერპლთან მიახლოებას უადვილებს. ავაზის ხალები 2-3 სანტიმეტრის დიამეტრისაა და მუცლის მხარეს (თეთრ ბეწვზე) არ ჩნდება. გეპარდს პატარა თავი აქვს, რაც ხელს უწყობს სიჩქარის განვითარებაში, ხოლო შავი ხაზები მის თვალებთან მზის სხივებს არიდებს და ხედვის არეალის გაფართოების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საათში 120 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს, ავაზა ძალიან მალე იღლება. მოზრდილი ავაზა 40-65 კილოგრამს იწონის. მისი სხეულის სიგრძე შეიძლება 135 სმ იყოს, როცა მხოლოდ კუდი 84 სმ-მდე იზრდება. მამრი შეიძლება მდედრზე ოდნავ დიდია, მაგრამ სიმაღლის მიხედვით მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. თითქმის იგივე ზომის ლეოპარდთან შედარებით, ავაზას უფრო მოკლე ტანი, მაგრამ მაღალი ფეხები და გრძელი კუდი აქვს.

უკანასკნელმა გამყინვარების პერიოდმა გეპარდების პოპულაციას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და სახეობა თითქმის გაქრა. თანამედროვე ავაზები სისხლით ნათესავები არიან და სისხლის აღრევის გამო ხშირია სიკვდილიანობა ადრეულ ასაკში: გეპარდების 70% ერთი წლის ასაკამდე იღუპება. ავაზებს ნახევრად მოძრავი ბრჭყალები აქვთ, რაც სირბილის დროს მიწაზე უკეთ მოჭიდების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ამცირებს ინერციას მოხვევის დროს. კატების უმეტესობისგან განსხვავებით ავაზას მათი შეკეცვა არ შეუძლია და ამიტომ ბრჭყალები ყოველთვის ადვილი შესამჩნევია. სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ავაზას სირბილის დროს არის მისი სასუნთქი სისტემა და გული: ფართო ნესტოები მას საკმარისი ჟანგბადით ამარაგებს. ჩვეულებრივ, ნადირობის დროს, გეპარდი სამოციდან ას ორმოცდაათამდე ჩასუნთქვას აკეთებს. ამასთანავე, ბრჭყალების გარდა, მისი კუდიც დიდ როლს ასრულებს სიჩქარის განვითარებასა და წონასწორობის დაცვაში. იგი ერთგვარი საჭეა და ავაზას უადვილებს მკვეთრი მოძრაობების გაკეთებას, რათა მან მსხვერპლს გზა მოუჭრას და გაქცევის საშუალება არ მისცეს.





vipanimals.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st July 2014 - 09:05
www.wsa.ge